Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კრედო ბანკი ერთერთი სწრაფად განვითარებადი ორგანიზაციია ქართულ ბაზარზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი განვითარება. ჩვენ ახალ თანამშრომლებს ვთავაზობთ:


• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• ფიტნეს მომსახურების დაფინანსებას - ბენდუქიძის აუზი, World Class, ჰუალინგი;
• ტრეინინგების, მასტერკლასების, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების თანადაფინანსების შესაძლებლობას;
• თანამედროვე სამუშაო გარემოში, პროფესიუნალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
• კორპორატიული ღონისძიებებს კომპანიის დაფინანსებით წელიწადში რამდენჯერმე.


ჩვენ ვეძებთ ბანკში კარიერის დაწყების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ნებისმიერი ფაკულტეტიდან:


მთავარია შენ იყო:
• მოტივირებული;
• დაუზარელი;
• განვითარებაზე ორიენტირებული;
• საბანკო სფეროში კარიერის გაკეთების სურვილით შეპყრობილი;
• ენთუზიაზმით სავსე;
• პასუხისმგებლიანი.
თუ თვლი, რომ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებ დანარჩენს ჩვენ თავად შეგასწავლით და მოგცემთ რეალურ შანსს განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში.
ამჟამად ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:
• განვადების ოფიცერი - საქართველოს ყველა ქალაქში;
• გაყიდვების ოფიცერი - საქართველოს ყველა ქალაქში;
• მონიტორინგის აგენტი - თბილისში;
• უმცროსი სესხის ოფიცერი - საქართველოს ყველა ქალაქში.


ყველა პოზიციაზე გათვალისწინებულია ანაზღაურება, რაც აკმაყოფილებს აუცილებელ პირველად საჭიროებებს.
სწავლის პროცესში ხელშეწყობა იქნება შუალედური წერების და გამოცდების დროს.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა გამოაგზავნეთ თქვენი სივი შემდეგ მეილზე: cv@credo.ge  ან ჩაგვიგდე შენი CV inbox კრედო კარიერის გვერდზე.
წერილის სათაურში მიუთითეთ ქალაქი, რომლითაც ხართ დაინტერესებული და სახელწოდება: „დამწყები კრედოელი“
გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს კრედო ბანკთან ერთად - #გახდიკრედოელი