ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას, საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლის განხრით, ფინანსურ დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი ( 40 სთ/კვირაში)
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power-ის „ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- ზედნადებების კორექტირება ;
- დაბრუნებების ზედნადებების /ფაქტურების ატვირთვა ;
- დაბრუნებული შეკვეთების გაუქმება ;
- ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სხვა პროცესებში ჩართულობა ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ან ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
- ინგლისური ენის ფლობა ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა;
ანაზღაურება და შეღავათები
- სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია;
- შესაძლებლობა გაიზარდოს "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
- კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
- კორპორატიული SIM ბარათი;
- ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge პოზიციის დასახელება „ სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში“ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.07.2023 წ.