Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• დაგეგმვის და ორგანიზების უნარები.
დაკისრებული მოვალეობები:
• კომპანიის თანამშრომლების მხარდაჭერა მათ ყოვედღიურ საქმიანობაში;
• შეხვედრების ორგანიზება, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება;
• კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე და სხვა საკონტაქტო ინფორმაციაზე რეაგირება, გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებთან და უკუკავშირის კონტროლი;
• კორესპოდენციის ადმინისტრირება და მართვა;
• თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება;
• სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა.
• IT კომპანიასთან ურთიერთობა, შესაბამისი მომსახურების მიღება და კონტროლი;
• კომპანიისათვის საჭირო შესყიდვების განხორციელება.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „ადმინისტრაციული მენეჯერი“.