Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს სტაჟირებას კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა, Nexia TA-ს სერვისის გაცნობა და შეთავაზება;
• ბაზების მართვა და განახლება;
• მეილების მართვა;
• შეხვედრების ორგანიზება.
მოთხოვნები:
• კომუნიკაციის კარგი უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი.
♦ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი, უნივერისტეტთან შეთავსებით
♦ სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი
♦ სტაჟირების პირობები: სტაჟირების ხანგრძლივობა 4-6 თვე, სტაჟირება პირველი ორი თვე არ არის ანაზღაურებადი, თუმცა მოქმედებს საბონუსე სისტემა. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში".
გისურვებთ წარმატებებს!