Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
20/06/2023 - 21/06/2023
ძირითადი მოვალეობები:
- ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის სამსახურის კლიენტებთან და კონტრაგენტებთან ურთიერთობა ტრანზაქციების ჭრილში;
- საერთაშორისო და ლოკალური ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე დადებული გარიგებების ინსტრუქციების მიღება, ოპერაციის დამუშავება და მომხმარებლებზე შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა;
- ხაზინის დეპარტამენტის მიერ დადებული სახაზინო ოპერაციების ანგარიშსწორება და შეტყობინებების გაგზავნა;
- უნაღდო ანგარიშსწორება და კონვერტაციები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში;
- სავალდებულო და არასავალდებულო კორპორატიული ქმედებების მართვა - ინფორმაციის მოძიება და შეტყობინებების გაგზავნა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბანკის საკუთარ პორთფელში არსებული ფასიანი ქაღალდებისთვის;
- საერთაშორისო სადეპოზიტო სერთიფიკატების კუპონის გადახდასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცესის კონტროლი;
- ბანკის საკუთარი პორთფელის ოპერაციების კონტროლი და დამუშავება, გაუქმება;
- ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი და რეკონსილაცია;
- ბანკის მომხმარებლების დავალების მიღება ლოკალურ სავალო ფასიანი ქაღალდის შეძენაზე, გარიგების ბლუმბერგის სისტემაში შეყვანა;
- Net Asset Value (NAV) დათვლა, მანდატების კონტროლი ეროვნულის მიერ დადგენილი კანონმდებლობით, ან საინვესტიციო დოკუმენტის მიხედვით;
- ფასიანი ქაღალდების მეთოდოლოგიის შემუშავება, შეფასება და კალკულაცია.
განათლება:
უმაღლესი, სტუდენტი.
საჭირო კომპეტენციები – ცოდნა/უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( Excel ) (ჩაითვლება პრიორიტეტად)
- ენები: ინგლისური, რუსული
- გუნდურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- ორგანიზებულობა;
- ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
უცხო ენა:
ინგლისური-ძალიან კარგად;
რუსული-ძალიან კარგად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 21 ივნისი, 2023