ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (40 სთ/კვირაში)
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power-ის „ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა;
- სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- სარჩელების შეტანა, სასამართლოსა და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობა;
- კომპანიის არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
- კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
- კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტის აღრიცხვა, მოწესრიგება, სათანადო რეესტრის წარმოება;
- საგამოძიებო ორგანოებში კომპანიის ინტერესების დაცვა;
- იურიდიული სამსახურის უფროსის მხრიდან სხვა სახის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა;
ანაზღაურება და შეღავათები
- სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია 700 ლარით;
- შესაძლებლობა გაიზარდოს "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
- კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
- კორპორატიული SIM ბარათი;
- ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge პოზიციის დასახელება „ სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში“ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 8.07.2023