პოზიციის დასახელება იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი სტაჟირება
ორგანიზაცია სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა 08.06.2023
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა 2
სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი
სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი
ფუნქციები
პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს იურიდიული დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საქმინაობაში:
• საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზა;
• საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვისა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
• განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
• გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
მოთხოვნები
მინიმალური განათლება უმაღლესი განათლება
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული