კომპანიის დასახელება: შპს BDO Audit
კომპანიის საქმიანობის სფერო: აუდიტორული მომსახურება
მოკლე ინფორმაცია კომპანიაზე, კომპანიის მიღწევებზე და კომპანიაში სტაჟირების გავლის ბენეფიტებზე:
BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
პოზიცია: სტაჟიორი ფინანსური აუდიტის მიმართულებით
ფუნქცია მოვალეობები:
- კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
- აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
- პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC
II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან BDO Audit HR-ის წარმომადგენელთან
III ეტაპი: გასაუბრება მიმართულების მენეჯერთან
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
სტაჟიორის ანაზღაურება (1 თვე) - 500 ლარი (Net)
მისაღები სტაჟიორის რაოდენობა - 2
სააპლიკაციო განაცხადი: BDO - სტაჟიორი ფინანსური აუდიტის მიმართულებით