VACANCIES:
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში
Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
18/05/2023 - 31/05/2023
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში.
სამუშაო განაკვეთი:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (შესაძლო დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სისტემაში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებისა და დოკუმენტების განახლებაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქტის შეფასების პროცესში ჩართულობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- რესტორნების QA აუდიტების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- საჩივრების მართვის პროცესში ჩართულობა;
- QA რეპორტების დამუშავება და პერიოდული ანალიზი;
- ხელმძღვანელთან ერთად ხარისხის უზრუნველყოფის პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურსათო ტექნოლოგიების/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (B2/C1);
- HACCP- ის სტანდარტების ცონდა ჩაითვლება უპირატესობად.
- სტაჟირება /სამუშაო გამოცდილება კვების ინდუსტრიაში ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პროცესების ანალიზის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული.