აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს სტაჟირებას „აუდიტის ასისტენტის“ პოზიციაზე თბილისში.
"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• საგადასახადო აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
• აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების დროულად შესრულება;
• აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო ფაილების დამუშავება;
• აუდიტის ჯგუფის წევრებისა და მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
♦ აუცილებელია:
• უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
• კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office);
• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.
♦ სასურველია:
• ინგლისური ენის ცოდნა;
• საგადასახადო კანონმდებლობის მინიმალურ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დროის მენეჯმენტი.
სხვა დეტალები:
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;
სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ან 09:00-18:00.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე Mariam.tsiskadze@hiro.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია.
წარმატებას გისურვებთ.