თუ შენც ჩვენსავით გჯერა, რომ ადამიანის სამსახურში ჩამდგარი ტექნოლოგია განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა და ეძებ ახალ, პრაქტიკულ გზას შენი IT კარიერის განსავითარებლად ჩვენს გუნდში გელოდებით !
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს 200-ზე მეტი კომპანიის 6000-ზე მეტ მომხმარებელს, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, სააფთიაქო ქსელებს, უცხოური კომპანიების წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
აღნიშნულ პოზიციაზე შენი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
- დისტანციური არხებით, IT მიმართულებით შექმნილი, ინცინდენტების გადაწყვეტა;
- პარტნიორების ოფისში ტექნიკური ამოცანების განხორციელება;
- მომხმარებლების, IT მიმართულებით, შესაბამისი მხარდაჭერა;
თუ ფლობ ინგლისურ ენას (B1-B2), გაქვს მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და ცოდნა შემდეგ მიმართულებებში:
· E-mail (Microsoft Outlook, G-suite, Office 365)
· Printers and scanners
· IP phones
· Operating systems (Windows, MacOS)
· Wi-Fi
· Domain user Setup
· Antivirus
· Computer Hardware
გაქვს სურვილი რომ:
უახლოეს ერთ წელიწადში აიღო საერთაშორისო სერტიფიკატი - Microsoft, Google, CompTIA, Bitdefender, 3CX and etc;
შემოგვიერთდი !
კიდევ რას გთავაზობთ?
დასვენება, გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქმე და მიზნებზე ორიენტირება, ამიტომ ჩვენთან გელოდება:
- მეგობრული გუნდი;
- ხალისიანი ურთიერთობები;
- საინტერესო თავგადასავლები;
- ულიმიტო სასაუბრო დრო და ინტერნეტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო გრაფიკი
ცვლადი, კვირაში 5 დღე - 40 სთ
ოფისი: დადიანის გამზირი #7
შერჩევის ეტაპები:
· საკუთარი ცოდნის შეფასება ონლაინ კითხვარით;
· ონლაინ ტესტირება;
· პრაქტიკული დავალება;
· პირისპირი ინტერვიუ;
P.S. ყველა საერთაშორისო გამოცდას და ტრენინგს ვაფინანსებთ ჩვენ.
შეავსე აპლიკაცია მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით
შემდეგ ბმულზე
SKYHI-ს გუნდი გელოდებათ და გისურვებს წარმატებებს!