Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირების აქტიური ვაკანსიები:

1. კომპანიის დასახელება: AG International Consulting

კომპანიის საქმიანობის სფერო: აუდიტი; ბუღალტერია; მარკეტინგი; ბიზნეს გეგმები/ბაზრის კვლევები

 

„ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი“ წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციაციო კომპანიას, რომელიც არის საერთაშორისო ქსელის „Prime Global”-ის წევრი.


კომპანიას აქვს 16 წლიანი გამოცდილება, განხორციელებული პროექტები მრავალ ქვეყანაში, არის ერთადერთი აუდიტორი გაეროსი საქართველოში, აკრედიტირებული აუდიტორი USAID-ის და ევროკომისიის (Black Sea basin). კომპანიაში წამრტებული სტაჟირების გავლის შემდგომ კანდიდატს აქვს შესაძლებლობა გახდეს გუნდის წევრი. კომპანია სტაჟირებს სთავაზობს ძირითადად დისტანციურ სამუშაოს (დისტანციურად კვირაში 4 დღე, ოფისში ადგილზე მისვლა კვირაში 1 დღე)

 

პოზიცია: სტაჟიორი აუდიტის მიმართულებით


მოთხოვნები:

განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან შესაბამისი მიმართულება (განიხილებიან ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები)

კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია),

 

შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC.
II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან (ICDC) 

III ეტაპი- გასაუბრება სტაჟიორების მიმღები კომპანიების წარმომადგენლებთან (ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი)

 

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე
სტაჟიორის ანაზღაურება თვეში: 300 ლარი (net)

 

სააპლიკაციო განაცხადი:  AG International Consulting - სტაჟიორი აუდიტის მიმართულებით

 

2. კომპანიის დასახელება: ITFORCE

კომპანიის საქმიანობის სფერო: საინფორმაციო ტექნოლოგიები


IT FORCE არის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანია, რომელიც 2010 წელს დაარსდა საქართველოში. კომპანია მაღალხარისხიან მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესს. წარმატებულმა საქმიანობამ და მოპოვებულმა ნდობამ საშუალება მისცა კომპანიას უფრო ფართო მომხმარებლების ჯგუფს მომსახურებოდა და ამის პარალელურად განეხორციელებინა დადებითი ცვლილებები საკუთარ კომპანიაში. დღეს კომპანია ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს. IT FORCE მიზანია ხელი შეუწყოს წარმატებულ ბიზნესებს საქმიანობაში IT მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით.

 

პოზიცია: სტაჟირება ბიზნესს ადმინისტრირების/მარკეტინგის/მენეჯმენტის მიმართულებით


მოთხოვნები:
განათლება: სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მარკეტინგის მიმართულებით (განიხილებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მე-3 კურსიდან)
 

ინგლისური ენის ცოდნა როგორც ვერბალური ასევე წერილობითი კომუნიკაციისთვის

ანალიტიკური უნარები

დეტალებზე ორიენტირებულობა

ეფექტური კომუნიკაციის კუნარი პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი

 

შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC.
II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან (ICDC)

III ეტაპი- სტაჟიორების მიმღები კომპანიების წარმომადგენლებთან IT FORCE
სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
სტაჟიორის ანაზღაურება თვეში -300 ლარი (Net)

 

სააპლიკაციო განაცხადი:   ITFORCE - სტაჟირება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/მენეჯმენტის მიმართულებით

 

3. კომპანიის დასახელება: LTA

კომპანიის საქმიანობის სფერო: იურიდიული, ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურებები


კომპანია წევს იურიდიულ, ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებებს. კომპანიის კლიენტები არიან 100% უცხოური ფირმები.
სტაჟიორს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ბუღალტრული მომსახურების ყველა პროცესში წამყვანი ბუღალტრების მენტორობით.

 

პოზიცია: სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით


მოთხოვნები:
განათლება ბინზესი ადმინისტრირების ან/და ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების მიმართულებით გ (განიხილებიან ასევე სტუდენტები III,IV კურსიდან ან კურსდამთავრებულები)

აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ვინაიდან კომპანია ემსახურება უცხოურ ფირმებს. სასურველია რუსულის ცოდნა

 

შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC.
II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან და სტაჟიორების მიმღები კომპანიების წარმომადგენლებთან ICDC – შპს ელთიეისტაჟირების

სტაჟირების  ხანგრძლივობა - 3 თვე
სტაჟიორის ანაზღაურება თვეში -560 ლარი (Net)

 

სააპლიკაციო განაცხადი:   LTA - ბუღალტერიის მიმართულების სტაჟიორი

 

4. კომპანიის დასახელება:  KK Group -შპს კკ ჯგუფი

კომპანიის საქმიანობის სფერო- ფინანსური და საგადსახადო აუდიტი, საბუღალტრო, საკონსულტაციო და საშემფასებლო მომსახურება
კომპანია საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან, რომელიც ვითარდება სტაბილურად. კომპანიაში დასაქმებულია 15 თანამშრომელი, ბოლო სამი წლის შემოსავალი 3 000 000 ლარზე მეტია.


სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმდება კომპანიაში.

 

პოზიცია: სტაჟიორი ბუღალტერიის და აუდიტის მიმართულებით


მოთხოვნები:
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების თეორიული კურსი

სასურველია განათლება ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ან შესაბამისი მიმართულებით

 

შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC.
II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან და სტაჟიორების მიმღები კომპანიების წარმომადგენლებთან ICDC – კკ ჯგუფი
III ეტაპი - სტაჟიორების შეფასება კკ ჯგუფის წარმომადგენლის მიერ


სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
სტაჟიორის ანაზღაურება თვეში -300 ლარი (Net)
მისაღები სტაჟიორების რაოდენობა: 2

 

სააპლიკაციო განაცხადი:   KK -Group -შპს კკ ჯგუფი- სტაჟიორი ბუღალტერიის და აუდიტის მიმართულებით

 

5. კომპანიის დასახელება:  Moore abc (მოორ ეიბისი) 

კომპანიის საქმიანობის სფერო:


აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება. (www.moore-georgia.ge)


მოორ ეიბისი წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის “Moore Global Network Limited“- ის დამოუკიდებელ წევრ კომპანიას. ქსელი მოიცავს 609 ოფისს 112 ქვეყანაში, სადაც გაერთიანებულია 30,000-ზე მეტი თანამშრომელი და შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდ აშშ დოლარს. (www.moore-global.com).

 

აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები

საშემფასებლო მომსახურება

საგადასახადო და იურიდიული მომსახურება

საბუღალტრო მომსახურება

ხელფასის ადმინისტრირება

 

პოზიცია: სტაჟიორი აუდიტის მიმართულებით

 

მოთხოვნები:
 

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ფინანსურ სფეროში;

სავალდებულოა ინგლისური ენის ცონდა საშუალოზე მაღალ დონეზე;

სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;

სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

პიროვნული თვისებები :

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

ყურადღება დეტალების მიმართ;

კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გუნდური მუშაობის უნარი.

 

შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC.
II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან და სტაჟიორების მიმღები კომპანიების წარმომადგენლებთან ICDC – Moore abc
III ეტაპი: თეორიული ცოდნის შემოწმება , ტესტირების გზით 

IV ეტაპი: გასაუბრება - Moore abc

 

სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე

სტაჟიორის ანაზღაურება თვეში -300 ლარი (Net)
მისაღები სტაჟიორების რაოდენობა: 3

 

სააპლიკაციო განაცხადი:   Moore abc (მოორ ეიბისი)-სტაჟიორი აუდიტის მიმართულებით

 

6. კომპანიის დასახელება:  სს დიჯიტრონი 

 

კომპანიის საქმიანობის სფერო:

 

პროგრამული უზრუნველყოფა

 

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე. ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

პოზიცია: სტაჟიორი სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდი


მოთხოვნები:
განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
გუნდურად მუშაობის უნარი ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC.
II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან და სტაჟიორების მიმღები კომპანიების წარმომადგენლებთან ICDC – სს "დიჯიტროინი"

 

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე
სტაჟიორის ანაზღაურება თვეში: 500 ლარი (net)
მისაღები სტაჟიორის რაოდენობა: 2

 

სააპლიკაციო განაცხადი:   სს დიჯიტრონი - სტაჟირება სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდში