გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტში გამოცხადდა კონკურსი მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
კანდიდატს მოეთხოვება:
ა) სრული ზოგადი განათლება.
ბ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
გ) სასურველია კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულო პირობაა საკონკურსო განაცხადი 2023 წლის 20 აპრილის ჩათვლით აიტვირთოს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული დასაქმების ვებგვერდის- Hh.gov.ge ბმულზე:: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/78318?active=1
!!! საკონკურსო კომისია განიხილავს მხოლოდ hr.gov.ge - ზე წარდგენილ განაცხადებს.