კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის განყოფილებაში
BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO -ს შვილობილი კომპანია. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
BDO Digital -ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.
თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
ადგილმდებარეობა - ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება - სტაჟიორი, უმცროსი დეველოპერი
ხანგრძლივობა - 3 თვე - სტაჟირების პროგრამას წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი დასაქმდება უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე
სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00
ფუნქცია/მოვალეობები
რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნა და მხარდაჭერა (RPA, UiPath)
პროცესების ანალიზი Process mining ინსტრუმენტების გამოყენებით და ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა
სხვადასხვა პროგრამული პლატფორმის „Event Log“ -ების დამუშავება და ფორმატირება
პროცესების რობოტიზაციის ამოცანების გადაჭრა RPA ინსტრუმენტების გამოყენებით.
ჩვენთან ცოდნის მიღება და განვითარება
Robotic Process Automation (RPA) ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება
Process mining ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება
ბიზნეს-პროცესების აგების და ავტომატიზაციის ათვისება
პროცესების მოდელირების სწავლა
Python, VBA, VBS, vb.net, SQL პროგრამირების ენების სწავლა
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
C# ან .Net პროგრამირების ცოდნა
SQL მოთხოვნების შექმნის ცოდნა
ალგორითმების აგების ტექნიკის ცოდნა
ტექნიკური და ბიზნეს ინგლისურის საფუძვლიანი ცოდნა
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
გუნდურად მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის გრძნობა
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
I ტესტირება
II გასაუბრება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - უმცროსი დეველოპერი „ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12/11/2020
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.