Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზნებს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

 

განცხადების ბოლო ვადა   14.02.2023

თანამდებობრივი სარგო:  2178 ლარი

ადგილების რაოდენობა  1

სამუშაოს ტიპი   სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა   3 თვე

 

ფუნქციები

ა) სამსახურისათვის სტრატეგიული ხედვების შემუშავება სერვისის მიწოდების ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით;

ბ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება;

გ) სამსახურის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;

დ) სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობა და თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ე) სამსახურის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ვ) სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების/ბრძანების დასაბუთებულობის ხარისხის შეფასება და კონტროლი.

 

მოთხოვნები   

მინიმალური განათლება  ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება      1 წელი

პროფესია                       ეკონომისტი

 

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს