Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, არაკომერციული შესყიდვების დეპარტამენტში.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. N39/41

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00

ანაზღაურება: 900 ლარი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
  • შესყიდვების პროცესისთვის შესაბამისი დოკუმანტაციის წარმოება;
  • შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა შესაბამის ობიექტებზე;
  • ბაზარზე ფასების კვლევა.

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - Word, Excel, Outlook);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge   

 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2023 წელი

 

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!