მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, არაკომერციული შესყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. N39/41
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00
თანამშრომლობის ვადა: 4 თვე
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- მოთხოვნის შესაბამისად ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა;
- ადგილობრივ ბაზარზე ფასების კვლევა;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, სატენდერო წინადადებების განხილვა, შერჩევა/შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
- შესყიდვების პროცესისთვის შესაბამისი დოკუმანტაციის წარმოება;
- შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა შესაბამის ობიექტებზე
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
- შესყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - Word, Excel, Outlook);
- დროის მართვის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 თებერვალი, 2023 წელი
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!