Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაკანსია დეველოპერულ კომპანია შპს „რადიუს“-ში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო ლოკაცია: ბელიაშვილი (მშენებლობასთან ახლოს)
სამუშაო საათები: 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის აღსრულება;
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინირება;
  • ახალი პროდუქტების მოფიქრება, დანერგვა, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
  • პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების და კომერციული წინადადებების მომზადება;
  • სოციალური მედია არხებისთვის ყოველთვიური ქონთენთის შინაარსის განსაზღვრა და დავალების გაწერა (Brief); აღსრულების ხარისხის კონტროლი;
  • სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;
  • გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • კონკურენტებისა და ბაზრის შესახებ კვლევების წარმოება;
  • კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება;
  • კამპანიების შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • ისტორიების თხრობის (storytelling) და შემოქმედებითი წერის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შემოქმედებითობა და ინიციატივობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდის მართვის უნარი;


გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე hr@glg.ge და მიუთითოთ თქვენი სავარაუდო სახელფასო მოლოდინი.