Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. დღეს „სუპერს“ ქვეყნის მასშტაბით 15 საცალო მაღაზია აქვს.
უფრო ვრცელი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

 

დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე ვეძებთ შემდეგი პირობებით:

 

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
 სამუშაო ადგილი: თბილისი, რომან მიმინოშვილის No1
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
 ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
 ანაზღაურების ოდენობა: 1500 ლარი
 რაოდენობა: 1 (ერთი)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
 მომწოდებლებთან კომუნიკაცია წერილობითი და ვერბალური ფორმით;
 შესასრულებელი საქმიანობის შესაბამისად შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
 სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით და მოთხოვნის შესაბამისად;
 პროდუქციის მარაგების/ნაშთების კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
 წუნდებული პროდუქციის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
 პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა;
 თანამდებობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისთვის სხვა დავალებების შესრულება;

 

მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი:


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსების მიმართულებით)
 იდენტურ თანამდებობაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება, შესაბამისი ტიპის პროდუქციასთან მუშაობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
 ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საკომუნიკაციოდ;
 Microsoft Office-ს, განსაკუთრებით EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:
 სხარტი, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 დეტალებზე ორიენტირების უნარი;
 ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
 ორგანიზებულობა; დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

1. გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

გუნდის ახალ წევრს ვთავაზობთ:
 საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
 პროფესიული და კარიერული განვითარების დიდ შესაძლებლობას და გუნდის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას;
 კორპორატიული ნომერი/ულიმიტო სასაუბრო დროს;
 კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

 

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
 რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რეზიუმეს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში);
 ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;

 

თუ გსურს შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, 19 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, აუცილებლად ქართულ ენაზე, მისამართზე: HR@superstore.ge.


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი.


ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010


შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ
თანამდებობაზეც.

 

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !