Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „HPM“, არქის ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


მისი მიზანია:

  • შექმნას ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
  • განავითაროს საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

 

პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

 

ამჟამად კომპანია აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 20 სამუშაო საათი, შესაძლებელია შეთავსება სწავლასთან, ორშაბათი-პარასკევი (სავარაუდო გრაფიკი: 09:30-14:00, ან 14:00-18:30)
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მიხ. წინამძღვრიშვილის ქ. 113

 

ძირითადი ფუნქციები:
** დეველოპერული პროექტების ყოველთვიური ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** ბიუჯეტირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის სხვაობების დეტალური შესწავლა და პერიოდულად უშუალო ხელმძღვანელთან სხვაობების წარდგენა.
** საბონუსე სისტემების დეტალური შესწავლა; პერიოდული ბონუსების კალკულაცია;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; (3/4 კურსის სტუდენტები)
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ლოგიკურ-მათემატიკური უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;

 

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგვიგზავნო მითითებულ მეილზე 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში. hr@hpm.ge


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.