აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• გაყიდვების სტრატეგიების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება;
• დაგეგმილი გაყიდვების კამპანიების შესრულებისთვის საჭირო ღონიძიებების გატარება;
• არსებული ბაზების მართვა - შეთავაზების სტრატეგიის განსაზღვრა;
• პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;
• სატელეფონო (და არა მხოლოდ) გაყიდვების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და სხვა მონათესავე მიმართულებით.
• უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გამართული კომუნიკაციის უნარი;
• კრეატიული, შემოქმედებითი წერის უნარი.
სტაჟირების ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სტაჟირება ანაზღაურებადია.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ani.nozadze@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ.