VACANCIES:
შემომყვანი ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს სხვადასხვა მიმართულებით
Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
15/01/2023 - 31/01/2023
შემომყვანი ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს სხვადასხვა მიმართულებით.
- ვეძებთ ყველას, ვისაც აინტერესებს და სურს მოსინჯოს ძალები ტურიზმის სფეროში!
- არ ვეძებთ გამოცდილებას, არამედ ძლიერ მისწრაფებას გამოცდილების მისაღებად ამ ინდუსტრიაში!
- არ ველოდებით „სუპერმენის“ უნარებს, არამედ „სუპერმენულ“ მოტივაციას ამ უნარების გასავითარებლად!
- სასურველია ინგლისურ ენას ფლობდე საკომუნიკაციო დონეზე. გაუმჯობესებაში ჩვენ თავად დაგეხმარებით!
შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება (ზოგადი უნარები) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
- ორ დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ჩვენს ოფისში, კონკრეტული მიმართულებით;
- შემაჯამებელი შეხვედრა;
- სამსახურის შეთავაზება;
პირობები:
- დამწყებ პოზიციებზე ხელზე ასაღები ანაზღაურება განიხილება 650 ლარიდან;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- პროფესიონალი გუნდი;
- სამუშაო დრო: თუ სტუდენტი ხარ, გავითვალისწინებთ შენს გრაფიკს, თუ არადა კვირაში 40 სთ (ორშპარ);
- შვებულების 28 დღე;
- გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;
ჩვენიანო, გამოგვიგზავნე შენი CV vacancy@miminotravel.com. თუ მოკლე ტექსტს ჩაამატებ რეზიუმეშივე, თუ რატომ გაინტერესებს ტურიზმი, საუკეთესო იქნება.
არ დაგავიწყდეს გაუზიარო მეგობარს ამ შესაძლებლობის შესახებ, იქნებ ეს ის შანსია, რასაც დიდი ხანია ეძებს!
წარმატებები შენ და შენს მეგობრებს!