საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების , პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სავალდებულო მოთხოვნები:
- განათლება ეკონომიკის, ფინანსების სფეროში;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერიაში " მუშაობის ცოდნა.
- სავალდებულოა ინგლუსური ენის კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
- კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet.);
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.abramidze@inex.ge 2023 წლის 11 თებერვლამდე.
სათაურში მიუთითეთ პოზიცია „ბუღალტრის ასისტენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, სივი ვერ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია „ინექს გრუპი“ გისურვებთ წარმატებას!