AMOSA ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც უვე რამდენიმე წელია აცნობს ქართულ ღვინოს ევროკავშირის ქვეყნებს. წელს AMOSA ქართულ ბაზარზე შემოდის და იწყებს მუშაობას თანამედროვე ქართული ღვინის სმის კულტურის შესაქმნელად.
პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის აღწერა: AMOSA ეძებს მარკეტინგის მენეჯერს, ვინც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ჩვენთან ერთად შექმნის სოციუმს ამ ღირებულებების გარშემო.
ჩვენი მიზნებია:
- შევქმნათ თანამედროვე ქართული ღვინის იდენტობა
- დავამკვიდროთ ღვინის სმის ახალი კულტურა: ჭიქა ღვინო, ნებისმიერ სიტუაციაში
- შევცვალოთ დამკვიდრებული სტერეოტიპები ღვინის გარშემო
- ვაქციოთ ქართული ღვინო ახალგაზრდების სასმელად
- შევინარჩუნოთ ქართულ ღვინოში ავთენტურობა და რეალური ღირებულებები
ჩვენ გეძებთ შენ, თუ შეგიძლია:
- აქციო იდეები რეალობად
- გადათარგმნო იდეა სამუშაო გეგმად
- სწორად შეაფასო საჭირო რესურსები
- მართო რამდენიმე პროცესი ერთდროულად
- მართო რამდენიმე ჩართული მხარის აქტივობა
- უზრუნველყო პროცესების დროული მიმდინარეობა
- შექმნა და დაამუშავო კრეატიული კონტენტი
- შეკრა მარკეტინგული კამპანია და შექმნა რაღაც ახალი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ციფრული სამყაროს შეგრძნება
- საერთაშორისო მარკეტინგული ტრენდების ცოდნა
- სასურველია საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილება
თუ თვლი რომ ეს სამუშაო შენთვისაა, გამოაგზავნე შენი რეზიუმე ჩვენთან: cheers@amosa.wine
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31.12.2022