VACANCIES:
„საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში ეძებს გაყიდვების კონსულტანტს
Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
22/12/2022 - 06/01/2023
„საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
- ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
- გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
- გსურს გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდიელბა და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში
- გამოსცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები
შენ გექნება შესაძლებლობა:
- გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;
- შეხვდე და დაეხმარო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
- გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები და მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ;
- განვითარდე და 3-დან 6 თვემდე პერიოდში დაწინაურდე როგორც ფილიალის სხვა პოზიციაზე, ასევე ბანკის სხვადასხვა მიმართულებით - შენი უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო განაკვეთს: 10:00 -19:00
- 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით);
- 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, კარგი შეფასებების და შედგების მქონე თანამშრომლები დაწინაურდებიან, კარიერული ზრდასთან ერთად გაიზრდება ანაზღაურება;
ადგილი სადაც იმუშავებ:
სტანდარტული სერვისცენტრი ან Express სერვისცენტრი.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.