ვაცხადებთ სტაჟირებას კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით.
ჩვენთან დაგხვდებათ - გამოცდილი და მეგობრული გუნდი, აგრეთვე საბანკო პროდუქტების და კორპორატიული საბანკო მომსახურების პროფესიული განვითარების შესაძლებლობა!
ადგილმდებარეობა - თბილისი, სათავო ოფისი.
ძირითადი მოვალეობები:
- მონაწილეობა კორპორატიული კლიენეტების დაკრედიტების, დოკუმენტური ოპერაციების და აკრედიტივების გაცემის მიზნით კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესწავლაში - ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, საიტ ვიზიტის განხორციელება, კლიენტის კრედიტუნარიანობის განსაზღვრა;
- მონაწილეობა კლიენტისთვის შესათავაზებელი დაკრედიტების ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირებაში; კლიენტის საქმიანობის შესახებ რეზიუმეს, ბაზრის ანალიზის, კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების და საპროგნოზო გათვლების მომზადება;
- მონაწილეობა მომზადებული პროექტის/ფინანსური ანალიზის განხილვაში საკრედიტო რისკებთან და საკრედიტო კომიტეტის სხდომაზე დასწრება;
- სესხის გაცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების რეგულირებაში ჩართულობა, კლიენის მიერ შესასრულებელი პირობების შესრულების კონტროლი, მონიტორინგი;
- ჩართულობა კლიენტის საკრედიტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში და კლიენტისთვის ფინანსური კონსულტაციების გაწევაში;
- მონაწილეობა პოტენციური კორპორატიული კლიენტების ბაზების მომზადებაში, მათთვის საკრედტო, სახაზინო პროდუქტების, სახელფასე და ბანკის სხვა მომსახურებების შეთავაზების და ათვისების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, საბანკო-საფინანსო/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
- ფინანსური ანალიზი, საოფისე პროგრამების (Excel, PowerPoint) ცოდნა.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Recruitment@libertybank.ge 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ უნივერსიტეტი და პოზიციის დასახელება.