ვისთვის არის განკუთვნილი ეს პოზიცია?!
- ვინც ეძებს პირველ სამუშაო გამოცდილებას ან სურვილი აქვს, გაიღრმავოს ცოდნა გაყიდვების მიმართულებით
- ვისაც სურს, კარიერული განვითარება და წინსვლა საბანკო სფეროს დაუკავშიროს
- ვისთვისაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სწავლასა და განვითარებაში
რა დაგხვდებათ ჩვენთან?!
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა
- მხარდამჭერი და მეგობრული გუნდი
- ღიაობა ინიციატივების მიმართ
- კონკურენტული ანაზღაურება და მრავალფეროვანი ბენეფიტების პაკეტი
რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა
- საბანკო პროდუქტებისა და სერვისების (სესხები, საბანკო ბარათები) აქტიური გაყიდვა ბანკის მიერ განსაზღვრულ გაყიდვების წერტილებში
- ყოველდღიური დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა, ფაილინგის წარმოება
- ბანკის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
- მომხმარებლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გზით
რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!
განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ტექნიკური ცოდნა - MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
სამუშაო გამოცდილება - სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!
- მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
- ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
- პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
- კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
- ინიციატივა & ინოვაცია
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული https://rebank.ge/vacancies/35