2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “Vivo Medical Group” დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა.
ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ კლინიკებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2000 ადამიანამდეა.
“Vivo Medical Group”-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომ კი ზრუნვას მათ კარიერულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.
ამჯერად, გუნდში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტს:
ფუნქცია/მოვალეობები:
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;
** აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები;
** სასურველია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით;
** კონსოლიდირებული ფინანასური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft PowerPoint -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.
მდებარეობა: დიღომი, ლუბლიანას 15ა
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 09:30-18:30
ანაზღაურება: 1500 – 1800 ლარი (Net), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი“.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!