კომპანია Nexia Solutions წარმოადგენს მაღალხარისხიანი IT სისტემების, ERP და CRM გადაწყვეტილებების, პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: www.nexia.ge
კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
• პოტენციური კლიენტებისათვის Nexia Solutions-ის სერვისების გაცნობა და მათთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
• არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა/განახლება;
• გაყიდვების რეპორტინგის წარმოება.
მოთხოვნები
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი/გრაფიკი
• სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, ბიზნეს ცენტრი „King David”
• სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@nexia.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ: „ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით“.