სს "საქართველოს ბანკის" SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის მითერის/ბელბოის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების დახვედრა, კარის გაღება, ქურთუკის ჩამორთმევა / მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე გაცილება;
საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების ავტომობილების ავტოსადგომზე პარკირება;
ინკასაციის დახვედრა / გაცილება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების მინ. 6 თვიანი გამოცდილება Horeca სექტორში.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური უნარები);
აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა და მართვის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 21 ოქტომბერი, 2022.