სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, წნორი, დედოფლისწყარო, საჩხერე, ჭიათურა, ფოთი, საგარეჯო, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ოზურგეთი, სამტრედია, ხონი.
ძირითადი ფუნქციები:
ბანკის პოტენციური მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება და განვადების პროცედურის განხორციელება;
მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
ლოგიკური აზროვნება.
ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.
წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი, 2022.