Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეისითი ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების მქონე სტაჟიორებს მარკეტინგული კვლევის გუნდში, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გახდნენ ეისითის მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრები.

 

რა გამოცდილებას და ცოდნებს მიიღებთ?

როგორც მარკეტინგული კვლევების გუნდის-სტაჟიორს, თქვენ გექნებათ საშუალება ანალიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა  გაუწიოთ სენიორ კონსულტანტებს და კვლევის ანალიტიკოსებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს მრავალფეროვანი კვლევითი პროექტების განხორციელებაში.

 

რისი გაკეთება მოგიწევთ?

  • ანალიტიკოსების მხარდაჭერა კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების მომზადებაში:   კვლევის შეთავაზება, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები.
  • ანალიტიკოსების მხარდაჭერა პროექტის მართვაში: პროექტის დაგეგმვა (რესურსები / ვადები) და გაწერა, კითხვარის მომზადება, ტრანსკრიპტის მომზადება და დაშლა.
  • შეხვედრებისა და პროექტული ტრენინგების ორგანიზება.

 

რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებათ?

  • სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ბიზნეს ადმინისტრირება (ბაკალავრის ხარსიხი)
  • კვლევის მეთოდების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel და Power Point)
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
  • რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა

 

რა უნარები დაგეხმარებათ  სტაჟირების წარმატებით გავლაში?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • მონაცემთა ანალიზის უნარი

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8

 

ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

 

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

 

დაინტერესების შემთხვევაში  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება-სტაჟიორი მარკეტინგული კვლევის გუნდში