Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი ვაკანსიის დასახელება პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი აღწერა პროექტების მართვის ოფისის მისიაა ხელი შეუწყოს BDO-ს ციფრულ ტრანსფორმაციას სხვადასხვა ტექნოლოგიების დანერგვისა და ციფრული პროექტების მართვის გზით, რათა უზრუნველყოს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ინფორმაციის სწრაფი გაცვლა კომპანიაში.

 

ფუნქცია/მოვალეობები

• კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა და ადმინისტრირება

• პროგრამულ უზრუნველყოფებთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო სამუშაოების განხორციელება

• კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი

• ახალი პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვაში მონაწილეობის მიღება

• პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)

• მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

• ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა

• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

• დეტალებზე ორიენტირებული

• გუნდურად მუშაობის უნარი

• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

• რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: I გასაუბრება II ტესტირება დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 05.10.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.