1) კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტში - გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინფორმაციის დამუშავება
- დოკუმენტბრუნვის მართვა
- გაყიდვების მენეჯერის ასისტირება
- დებიტორების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფაკულტეტი - ეკონომიკური, ბიზნესი და უფრო საფინანსო მიმართულებები)
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
- ექსელის საბაზისო ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- შედეგზე ორიენტირებულობა
- კარგი და მკაფიო კომუნიკაციის უნარები
- პოზიტიური მეტყველება
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 (1 საათიანი შესვენებით)
სამუშაო ადგილი - არდის სათავო ოფისი (ვაჟა ფშაველას გამზ. N3
სავარაუდო სახელფასო რეინჯი გავითვალისწინებთ გასაუბრებაზე კანდიდატის მოთხოვნებს და კვალიფიკაციას, ამიტომ ავღნიშნე რომ სავარაუდოა)- ფიქსირებული: პირველი თვე 600 ლარი (ნეტი), მეორე თვიდან 700 ლარი (ნეტი) + საბონუსე სისტემა (მენეჯერის პორტფელიდან გარკვეული პროცენტი)
2) ადმინისტრაციული დეპარტამენტი - ოფისის მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
- კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
- საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
- რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება.
- ფოსტის მიღება-გაგზავნა;
- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
- კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
- ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება;
- ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
- დახმარება სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამსახურების.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა
სამუშაო ადგილი: თბილისი , ვაჟა ფშაველას გამზ. N3
სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
3) საცალო გაყიდვების დეპარტამენტი - გაყიდვების მენეჯერი
ფუნქცია - მოვალეობები:
- ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
- სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
- გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბიზნეს სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- ბაკალავრის დიპლომი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office)
- ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება) - სავალდებულოა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- სავალდებულოა გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი).
სამუშაო ადგილი: თბილისი , ზურაბ ანგაფარიძის N1, ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა.
სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა.
4) ქოლცენტრის სამსახური - ოპერატორი
ფუნქცია - მოვალეობები:
- დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
- კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
- ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
- ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
- სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
- დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, კურსდამთავრებული;
- სასურველია ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი , ზურაბ ანგაფარიძის N1, ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა.
სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 6 საათიანი სამუშაო ცვლები: 09:00 – 15:00, 10:00-16:00, 11:00-17:00, 15:00-21:00.
ანაზღაურება პირველი 3 თვე 500 ლარი (ნეტი), მეოთხე თვიდან 700 ლარი (ნეტი) + საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე - n.mgvdeladze@ardi.ge და Subject-ში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.