ლითონისა და სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია ფოლადის სახლი 20 წელზე მეტია, რაც წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო ბაზარზე. განვითარების მზარდი ტემპიდან გამომდინარე, კომპანია მალევე გადავიდა ბრენდინგისა და რეფორმების ეტაპზე და დღეს უკვე წარმატებით ფუნქციონირებს როგორც რამდენიმე ბიზნეს მიმართულების ჰოლდინგი.
ფოლადის სახლი წარმოდგენილია 4 შოურუმით თბილისსა და ბათუმში.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების მოძიება, ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება;
- არსებული და ახალი მასალის შესწავლა-ათვისება და მისი სრული ტექნიკური მახასიათებლების მიტანა კლიენტამდე;
- კომპანიის მიერ მოცემული სარეალიზაციო გეგმის ყოველთვიური შესრულება
- კორპორატიულ კლიენტებთან აქტიური ურთიერთობა, სატელეფონო საუბრებით და ელექტრონული მიმოწერით;
- საჭიროების მიხედვით სამიზნე ბაზარზე მოთამაშე პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ჩანიშვნა და ვიზიტი - მივლინება;
- გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, კლიენტებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის გზით, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- პოტენციურ კლიენტებთან გაყიდვების წარმოება, მათ შორის, შეთავაზებების გადაგზავნა ელ. ფოსტით და ელ.ფოსტაზე შემოსულ შესაბამის წერილებზე რეაგირება, განფასებების გაკეთება.
- სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება, სერვისის გაწევა;
- ლოგისტიკურ საკითხებში ჩართულობა კონკრეტული შეკვეთის ჭრილში;
- კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მისი დამუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ეფექტური არგუმენტირების უნარი;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- ემპათიური;
- ინგლისური და რუსული ენების (და/ან სხვა დამატებითი ენის) ცოდნა გამართული და გასაგები წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად ადაპტირებისა და მუშაობის უნარი;
- ანალიტიკურად აზროვნება;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
არსებული ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი
სამუშაო ადგილი: კომპანია აღნიშნული პოზიციის შევსებას გეგმავს ვარკეთილში, რაფიელ დვალის #11ა
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი, 10:00-დან 19:00-მდე)
ბენეფიტები:
ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.gubeladze@poladissakhli.ge - 2022 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.