რას ვსაქმიანობთ ჩვენ?
მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვუსრულებთ საბანკო ოპერაციებს.
ვის ვეძებთ?
ყველას - განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.
სამუშაო საათები: 18:00 - 01:00
თუ შენ:
გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;
ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;
დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;
საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;
ჩვენ გთავაზობთ:
საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.
რა ეტაპებს გაივლი შერჩევის პროცესში?
რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან
პირველადი სატელეფონო გასაუბრება
ინდივიდუალური გასაუბრება – კომპეტენციებისა დადგენა / შეფასება;
საბოლოო გასაუბრება დეპარტამენტის დირექტორთან.
გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14 ივლისი, 2022