ისთ ფოინთი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ჰიპერმარკეტი ‘დომინო’-სთვის.
ძირითადი მოვალეობები:
მიზნობრივი აუდიტორიისა და მსოფლიო ტრენდების შესწავლა, ადგილობრივი ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა და მართვა (სეზონური ღონისძიებები, ყოველკვირეული და ყოველთვიური აქციები/კამპანიები)
მონაცემთა ბაზის ანალიზი მომხმარებლების ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში
მედია და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა
მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
კომპანიის პოლიგრაფიული მასალების/უნიფორმების შეკვეთა და მენეჯმენტი
მოთხოვნები:
განათლება - კომუნიკაციების/ ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის მიმართულებით
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
შემოქმედებითი ხედვა
გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება : 2500-2800 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
სამუშაო გრაფიკი: სრული
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა
მდებარეობა: ა. თვალჭრელიძის # 2, დომინოს სათაო ოფისი
დაინტერესების შემთხვევაში 10 ივლისამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@eastpoint.ge ,სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი