თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია ,,ლეგალ დეველოპმენტი“ ბრენდული სახელწოდებით „კარდინალი“, რომელიც წარმოადგენს იურიდიული მხარდაჭერის, საადვოკატო საქმიანობისა და სამართლებრივი კონსულტაციების/მომსახურეობების გამწევ მაღალკვალიფიციურ კომპანიას, 15 მაისიდან იწყებს საპროცესო დოკუმენტაციის შედგენის მეთოდიკის სასერტიფიკატო-პრაქტიკულ კურსს კერძო სამართალში!
კურსი განკუთვნილია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა:
• სარჩელის შედგენა;
• შესაგებლის შედგენა;
• სასარჩელო წარმოებისათვის საჭირო მტკიცებულებათა შექმნის მეთოდიკა;
• სამართლებრივი დასაბუთების მომზადების მეთოდიკა;
• საქართველოს უზენაესი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი;
სასერტიფიკატო პრაქტიკული კურსის მიზანია სამართლის კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები მოამზადოს პრაქტიკული საქმიანობისათვის, შესთავაზოს პრაქტიკული სწავლების მეთოდები, რომელთა გამოყენებით მსმენელებს საშუალება მიეცემათ მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით დამოუკიდებლად მოამზადონ საპროცესო დოკუმენტაცია კერძო სამართლის მიმართულებით.
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე (6 საათი)
• I ჯგუფი - 15/16 მაისი
11:00-14:00 ( ჯგუფი განკუთვნილია სტუდენტებისთვის)
• თითოეულ ჯგუფში დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა - 8
ჩვენ ვიცავთ Covid-19 პანდემიათან დაკავშირებულ ყველა მოქმედ რეგულაციას!
გელოდებით უსაფრთხო გარემოში!
სასერთიფიკატო პრაქტიკულ კურს გაუძღვებიან იურიდიული კომპანია შპს „ლეგალ დეველოპმენტ“-ის პრაქტიკოსი იურისტები:
• ნათია ხვედელიძე;
• მარიამი ბულაშვილი;
პრაქტიკული სასერთიფიკატო კურსის გავლის შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე);
კურსის ღირებულება - 50 ლარი;
კურსი ჩატარდება CARDINAL-ის ოფისში, მისამართზე ონიაშვილის ქუჩა #4.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://form.jotform.com/211051468402445
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579 39 52 52 / 2 11 40 44
აქვე გიზიარებთ ჩვენი Facebook Event-ის ლინკს: https://www.facebook.com/events/1095927067554636/