თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2 ოქტომბერს ნიკორა სუპერმარკეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ამით 20-მდე სხვა უნივერსიტეტთან ერთად შეუერთდა კომპანიის ახალ პროექტს "მიაწექი სწავლას."
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის მოხარულია მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობების აღებას ითვალისწინებს. "ნიკორა სუპერმარკეტის" ეს პროექტიც მსგავსი ინიციატივის მაგალითია, რომელიც სტუდენტებს სტანდარტულ ბენეფიტებთან ერთად, დამატებით სახელმწიფო გრანტის ოდენობით, სწავლის საფასურის დაფინანსებასაც სთავაზობს.
პროექტში ჩართვის მსურველები ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/cDqvpdpBuJ4PutBK9
ან დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 0322 2 30 33 33