Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან

30 მაისს, 15:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსში გაიმართება შეხვედრა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან.

 

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  სამსახურის მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.

 

შეხვედრის ფარგლებში სამსახური დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნობს სტაჟირების პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის. სტაჟიორები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ და გაეცნობიან საქმიანობის სპეციფიკას.



მსურველებს გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/z5hqDNfeqK9mcRAR6