Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Vakhtang Jobadze
Author: Letters
Publish Date: 2017
isnb: 978-9941-13-595-8
Price: 15 ₾₾
Annotation

მედიევისტი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, აშშ-ის კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი - ვახტანგ ჯობაძე ის მეცნიერია, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა ერთნაირად საინტერესო და ფასეულია საზოგადოებისთვის. მომნუსხველი და განუმეორებელია მისი მივიწყებული, არქაიზებული ქართული, რადგან მხოლოდ ბუნებრივ წიაღს მოშორებულ მეტყველებას შეუძლია შემოინახოს და აწარმოოს ამგვარი შესიტყვებები. უნიკალურია უნებლიედ ამოტივტივებული მოგონებებიც, რომელსაც საახლობლოს მოწყვეტილი, უცხო მხარეში გამომწყვდეული ცნობიერება იტევს. თუკი მსოფლიოში აღიარებული მკვლევრის სამეცნიერო ნაშრომები მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია, დღემდე არ დაბეჭდილა მისი პირადი წერილები, რომლებშიც საოცარი სიცხადით ცოცხლდება და მჟღავნდება ვახტან ჯობაძის პიროვნება, ეპოქა და ხშირად - ცოცხალი სამეცნიერო დასკვნები თუ დაკვირვებები. კრებული ამ ხარვეზის შევსების მცდელობაა. იუმორით, სევდითა და მონატრებით სავსე წერილებმა, როგორც ჭეშმარიტი ჰუმანურობის, მამულიშვილობის, მეგობრობის, ოჯახიშვილობისა და მეცნიერული კეთილსინდისიერების სახელმძღვანელომ, შეუძლებელია გულგრილი დატოვოს ვინმე. ის უთუოდ დააინტერესებს ყველას - როგორც უბრალო მკითხველს, ასევე ისტორიის, არქეოლოგიის, სიძველეთმცოდნეობისა თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვა მიმართულების ვიწრო სპეციალისტს.