Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სვანური ენის შესწავლის ისტორია (სახელთა პარადიგმატიკა)
Author: იზა ჩანტლაძე
Publish Date: 2017
isnb: 978-9941-13-604-7
Price: 6.40 ₾₾
Annotation

წიგნი ეძღვნება იმ საოცარი პედაგოგების ნათელ ხსოვნას, რომელთა ამაგს ვერასდროს დავივიწყებ; ესენი გახლავან პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი გამოშვების წარჩინებული კურსდამთავრებულები, ჩემი მოძღვართმოძღრები, აკადემიკოსები არნოლდ ჩიქობავა და ვარლამ თოფურია. მე რომ ენათმეცნიერი ვარ, უპირველეს ყოვლისა მათი დამსახურებაა.

ბრწყინვალე კავკასიოლოგმა, პროფესორმა კარლ ჰორსტ შმიდტმა თავის მასწავლებელს, უდიდეს ეთნოლონგვიტს, “Das Kharthwelische Verbum” („ქართული ზმნა“)-ის ავტორს, გერჰარდტ დეეტერსს Doktorvater („დოქტორი მამა“) უწოდა.

ბატონი არნოლდისა და ბატონი ვარლამის ყველა სტუდენტი, ასპირანტი თუ დისერტანტი დღესაც დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა ამ მრავლისმთქმელ გერმანულ ტერმინს მათ საიუბილეოდ - დაბადებიდან 120 წლისთავზე.