Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
არსებით სახელთა ბრუნების ძირითადი საკითხები ჩეჩნურში (ქისტური მეტყველების მიხედვით)
Author: როსტომ ფარეულიძე
Publish Date: 2014
isnb: 978-9941-13-379-4
Price: 3 ₾₾
Annotation

ნაშრომი წარმოადგენს არსებითი სახელების ბრუნების პროცესის გარკვევის პირველ ცდას ჩეჩნური ენის ქისტურ მეტყველებაში. ბრუნების პროცესი თავისთავად გულისხმობს ბრუნვათა კლასიფიკაციასაც. კვლევის პროცესში გათვალისწინებულია საკვლევ თემასთან დაკავშირებული უახლესი მიღწევები ნახურ და, ზოგადად, იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებაში. დახასიათებულია ბრუნვები, რომელთაგან ზოგი ინტერპრეტირებულია ახლებურად. დასაბუთებულია ბრუნვათა დაყოფა ძირითად და ლოკატიურ ბრუნვებად, ახლებურად არის გააზრებულ-გადაწყვეტილი მიცემითის, ერგატივის, შედარებითის, თანაობითის მაწარმოებელი ფორმატები, მხედველობაშია მიღებული ის ფონეტიკური ფაქტორებიც, რომლებიც ბრუნების პროცესში იჩენენ თავს, ამასთან ზოგი მათგანი დაზუსტებულია.

ნაშრომში პირველად არის წარმოდგენილი გეოგრაფიულ სახელთა ბრუნება, სიახლეა, აგრეთვე, სახელისა და გვარის ერთად ბრუნების საკითხის განხილვა.

არსებითი სახელების ბრუნების ტიპები გამოყოფილია მორფოლოგიის პრინციპების გამოყენებით. ჩეჩნურში ბრუნება ერთია, ამდენად სახელთა ბრუნების ტიპებად დაყოფა პირობითია.

ნაშრომი ამ სახით დასრულებული იყო 1985 წელს. მას შემდეგ, მართალია, ნახური ენათმეცნიერება გამდიდრდა ახალი გამოკვლევებით, მაგრამ სახელთა ბრუნების პრობლემებს რამდენიმე მათგანი ეხება. ახალი ლიტერატურა ამ გამოცემაში გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიზანშეწონილად ვცანით მისი გამოყენება.