Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სორის წმინდა გიორგის ეკლესიის მოხატულობა
Author: იზოლდა ჭიჭინაძე
Publish Date: 2014
isnb: 978-9941-13-328-2
Price: 22,70 ₾₾
Annotation

წიგნი ეძღვნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში , რაჭაში, მდებარე სორის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობას.

სორის ეკლესიის ფრესკების იკონოგრაფიული, მხატვრულ-სტილისტური ანალიზისა და მის კედლებზე ისტორიულ პირთა შესახებ დაცული ცნობებით მოხატულობის პირველი ფენის თარიღი განისაზღვრა XIV საუკუნის 30-40-იანი წლებით, ხოლო მეორე ფენა - XVIII საუკუნის პირველი მესამედით.

სორის ფერწერული ანსამბლის მონოგრაფიული შესწავლა კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს შუა საუკუნებიის ქართული მხატვრობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის მიმართ, რომელიც, ერთი მხრივ, მჭიდროდ უკავშირდება საუკუნეების განმავლობაში შემუშავებულ ქართულ მხატვრულ ტრადიციებს, ხოლო მეორე მხრივ, აშკარად ავლენს კავშირს პალეოლოგოსთა ხანის სტილისტურ სიახლეებთან.

წიგნი აღჭურვილია შავ-თეთრი (ფოტოგრაფი ი. გილგენდორფი, 1973 წ.) და ფერადი ფოტოებით.

ნაშრომი განკუთვნილია ხელოვნებათმცოდნეების, სტუდენტების, ქართული და ბიზანტიური კედლის მხავრობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.