Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ლიტერატურული კონცეპტები და სხვა
Author: ლაურა გრიგალაშვილი
Publish Date: 2018
isnb: 978-9941-13-774-7
Price: 29 ₾₾
Annotation

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობა კაცობრიობის სულიერი კულტურის განმსაზღვრელი სტანდარტებით ვითარდება. მასში არეკლილია თითქმის ყველა ეტაპი ამ ურთულესი და უღრმესი პროცესისა. წინამდებარე წიგნში თავმოყრილ და თემატურად დალაგებულ გამოკვლევებსა თუ სტატიებში ჩამოყალიბებულია კონცეპტები შუა საუკუნეების სიტყვიერი მემკვიდრეობის საღვთისმეტყველო, ეთიკურ და ესთეტიკურ პრინციპებზე, რენესანსული სულისკვეთების რაობაზე, განმანათელბლობაზე, ბაროკოზე, რომანტიზმზე და ბოლოს - მოდერნიზმზე. ამ ფონზეა განხილული ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემები, ესა თუ ის ლიტერატურული ტექსტები.

წიგნში ამ კულტურის შემსწავლელთა ღვაწლიცაა წარმოჩენილი, ადგილი ეთმობა საშუალო სკოლის წინაშე მეცნიერთა მოვალეობის თემასაც.

კრებული განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, პედაგოგებისთვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის და საერთოდ სულიერი კულტურით დაინტერესებული მკითხველებისთვის.