Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მემბრანოლოგია
Author: ზურაბ ქომეთიანი
Publish Date: 2008
isnb: 978-9941-13-011-3
Price: 18 ₾₾
Annotation

1967 წელს კაროლინსკას უნივერსიტეტში (შვედეთი) მთხოვეს წამეკითხა ლექციების ციკლი ბიოლოგიური მემბრანების ფიზიკურ-ქიმიური სტრუქტურისა და მათი დანიშნულების შესახებ უჯრედის ფუნქციონირებაში. ამ ციკლის საფუძველზე მომზადდა ლექციების კურსი (მემბრანოლოგიის სახელწოდებით), რომელიც იკითხება თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოქიმიის სპეციალიზაციის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.

მემბრანოლოგია ჩამოყალიბდა ისეთი კლასიკური დისციპლინების გადაკვეთაზე, როგორიცაა ბიოქიმია, ბიოფიკა, მოლეკულური ბიოლოგია, ფიზიოლოგია და ციტოლოგია. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო არ მოიცავს მემბრანოლოგიის სრულ კურსს და შეიძლება ითქვას, იგი მხოლოდ შესავალია. სახელმძღვანელო ქმნის განზოგადებულ წარმოდგენას მემბრანაზე, რომელიც ფუნქციონირებს არა მარტო როგორც მოლეკულური მანქანა, არამედ როგორც გარკვეული ფიზიკო-ქიმიური თვისებების მქონე პროცესთა ერთობლიობა. წიგნი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაეხმარება სტუდენტებსა და მაგისტრანტებს პროფესიულ დონეზე მომზადებაში. სახელმძღვანელო მომზადდა იმგვარად, რომ თითოეული თავის წაკითხვა და აღქმა შესაძლებელი იყოს სხვა თავებისგან დამოუკიდებლად. ამიტომ, საჭიროების მიხედვით, ტექსტში დაშვებულია შინაარსობრივი გარემოებები.

ზურაბ ქომეთიანი.