Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
უცხოელ ვიზიტორთა ტურისტული ხარჯები საქართველოში
Author: ნინო აბესაძე, მარინე მინდორაშვილი, ნინო ფარესაშვილი
Publish Date: 2018
isnb: 978-9941-13-725-9
Price: 13 ₾₾
Annotation

მონოგრაფია ეფუძნება 15 წლისა და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორების ტურისტურლი ხარჯების სტატისტიკური კვლევის შედეგებს. კვლევა ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფაკულტეტო მიზნობრივი კვლევითი პროექტის ფარგლებში 2016 წლის მაის-აგვისტოში (თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში). ნაშრომში დეტალურად არის განხილული ტურისტული ხარჯების სტატისტიკური შესწავლის თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები, გაანალიზებულია კვლევის საბოლოო შედეგები და ჩამოყალიბებულია მისი სტატისტიკური შესწავლის მეთოდოლოგიური სრულყოფის კონკრეტული მიმართულებები.

მონოგრაფიაში საკითხები განხილულია ევროსტატისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ნაშრომი კარგ სამსახურს გაუწევს ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ პირებს: უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ოფიციალურის სტატისტიკური ორგანოების მუშაკებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებსა და სხვ.

კვლევის პროცესში მონაწილეობდნენ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები: თეონა მაისურაძე, გიორგი მიქელაძე, გვანცა მიქელაძე და ნინო გელაშვილი.