Program Title: Armenology
Qualification: Bachelor of Armenology
Program is carried out by Institute of Eastern studies
Program coordinator: TSU, Associate professor Natia Chantladze
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია საბაკალავრო საფეხურის შესატყვისი რეგიონმცოდნეობითი კომპეტენციების მქონე სპეციალისტის მომზადება არმენოლოგიის დარგში. არმენოლოგიის კათედრა იყო ერთ-ერთი პირველი კათედრა, რომელიც შეიქმნა ახლადდაარსებულ ქართულ უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის უშუალო ინიციტივით, რადგან უნივერისტეტის მესვეურებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ამ დარგის მნიშვნელობა საქართვლოსათვის. არმენოლოგიური დარგების მცოდნე საქართველოს თითქმის ყველა სფეროში სჭირდება (პედაგოგიური და სამეცნიერო დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საგარეო ურთიერთობები და დიპლომატიური მისიები, რეგიონებთან ურთიერთობა, შინაგანი და სასაზღვრო უწყებები), ამიტომ მათზე საბაზრო მოთხოვნილება გაციელებით უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სწორედ ამიტომ პროგრამის მიზანია ქართველი არმენოლოგი ფართო ჰუმანიტარული ხედვის მქონე სპეციალისტად ჩამოაყალიბოს.
პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს სტუდენტი არმენოლოგიის დარგში როგორც პრაქტიკული ისე კვლევითი–ანალიტიკური მუშაობისთვის. ამისათვის ის ეუფლება ისეთ ძირითად დისციპლინებს, როგორიცაა: ახალი და ძველი სომხური ენები, სომხეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, სომხური ლიტერატურის ისტორია ასევე უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე. ვინაიდან ქართველი არმენოლოგი მზადდება მომავალში ძირითადად ქართულ-სომხური ურთიერთობის სფეროში (პედაგოგიურ, სათარჯიმნო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, საექსპერტო და ა.შ.) სამუშაოდ, ბაკალავრიატის დონეზე მან უნდა მოისმინოს ისეთი საგნებიც, როგორიცაა, ქართულ-სომხური ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები, სომხეთის რესპუბლიკის თანამედროვე მდგომარეობა, თარგმანის თეორია, გაიაროს სათარჯიმნო პრაქტიკუმი. ზოგადად, კურსდამთავრებული არმენოლოგიურ დისციპლინებთან ერთად უნდა ფლობდეს ქართველოლოგიურსაც, იგი მზად უნდა იყოს მათი შედარებითი ანალიზისთვის.
პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტუდენტი შესასწავლი დარგობრივი მასალის ზუსტად აღსაქმელად და იმავე დროს კრიტიკულად გასააზრებლად. პროგრამის მანძილზე გამომუშავებული ღირებულებები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მწვავე საპოლემიკო საკითხების განხილვისთვის მზაობას, როგორიცაა, მაგ., სახელმწიფოებრივ და საეკლესიო საკითხებზე მისი, როგორც სპეციალისტის დასკვნები და რეკომენდაციები.
პროგრამა ამზადებს სპეციალისტს შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, აძლევს მას სწავლის გაგრძელების საშუალებას როგორც ძირითად, ისე მომიჯნავე პროფილის სპეციალობებში.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: არმენოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ფლობს სპეციალობის მაპროფილებელ ახალ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B 1.2 დონეზე; იცის ძველი სომხური ენა ტექსტოლოგიური მიზნებისთვის; იცის სომხეთის შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიისა და კულტურის საფუძვლები, სომხული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი ეტაპები და ავტორები; სომეხი ხალხთა წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში; აქვს სომხეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საბაზისო ცოდნა; სომხურ-ქართული კონტაქტების ძირითად ასპექტთა (პოლიტიკური ფონი, კულტურული ურთიერთგაცვლა, ენობრივი ნასესხობანი და სხვ.) შესახებ ინფორმაცია, იგი ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: არმენოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს შეუძლია დარგობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დარგის მომიჯნავე სფეროებში გარკვევა. აქვს კარგი პრაქტიკული მომზადება, გააჩნია დარგობრივი კომპეტენციები და შეუძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; შეუძლია სპეციალობის მაპროფილებელი ენის (სომხურის) პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს სათარჯიმნო ბიუროების ტიპიური დოკუმენტაციისა და საქმიანი ქაღალდების სომხურიდან ქართულად და პირუკუ თარგმნის უნარი; პროფესიულ სფეროებში ადაპტაციის უნარი.
პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური, ლიტერატურული და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი, შესწავლილ ენებზე არსებული ტექსტების ორიგინალში კითხვისა და თარგმნის უნარი.
დასკვნის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არმენოლოგიის სპეციალობით შეუძლია სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო მეთოდების გამოყენება; სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების კრიტიკული შეფასება, ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება; ასევე მას აქვს შეძენილი ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის.
კომუნიკაციის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არმენოლოგიის სპეციალობით აქვს მინიმალური დახმარების პირობებში ინფორმაციის ეფექტურად მოპოვების უნარი, მათ შორის სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით; ჯგუფური მუშაობის, დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის, პროფესიული კამათის უნარ-ჩვევები; სომხურ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურა; პროფესიულ საქმიანობაში სპეციალობის ენის (სომხურის) საკომუნიკაციო ფუნქციით ეფექტურად გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არმენოლოგიის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია პრიორიტეტების გამოყოფა მუშაობის პროცესში; შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში; აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არმენოლოგიის სპეციალობით აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. მას კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული, სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას.
დასაქმების სფეროები
ბაკალავრი მზადდება ფილოლოგიის დარგში, საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული, სარედაქტორო, სარეფერენტო, საარქივო-სამუზეუმო, მეთოდიკური, სათარჯიმნო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი არმენოლოგის სპეციალობით მომზადებულია სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დაწესებულებებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ყველა იმ თანამდებობაზე სამუშაოდ, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის.