Program title: Assyriology
Awarded qualification/degree: Bachelor of Assyriology
Program is carried out by Institute of Eastern Studies.
Program coordinator: Professor Irine Tatishvili
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს ფართო ჰუმანიტარული განათლების მქონე პირები, რომელთაც ექნებათ საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კვალიფიკაცია ასირიოლოგიაში. სტუდენტმა უნდა შეისწავლოს სულ ცოტა ორი ენა, რომელიც ლურსმულ დამწერლობას იყენებდა, ძველაღმოსავლური ისტორიის, ლიტერატურის, კულტურის საკვანძო საკითხები. მას უნდა შეეძლოს შესწავლილი ენებიდან თარგმნა, ტექსტებისთვის ფილოლოგიური, ისტორიული და ზოგადად კულტუროლოგიური ხასიათის კომენტარების მომზადება, სპეციალიზებული სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი, წერითი და ზეპირი პრეზენტაცია. კურსდამთავრებულთა მიერ შეძენილი როგორც ზოგადად ჰუმანიტარული, ისე ვიწრო დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ზოგადი კომპეტენციები უზრუნველყოფს მათ დასაქმებას საგანმანათლებლო და სამეცნიერო, მთარგმნელობით, საგამომცემლო, მასმედიის სფეროებში, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვ. აგრეთვე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივას.
სწავლის შედეგები
ცოდნა-გაცნობიერება: ასირიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ასირიოლოგიის სპეციალობით გააჩნია ზოგადად აღმოსავლეთმცოდნეობის და კერძოდ, ასირიოლოგიის დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა; სულ ცოტა ორი ენის, რომელიც ლურსმულ დამწერლობას იყენებდა (აქადური და შუმერული ან აქადური და ხეთური), გრამატიკის საფუძვლების ცოდნა; ამ ენებზე შედგენილი ტექსტების ორიგინალში კითხვის, ტრანსლიტერაციის და თარგმანის უნარი; შუამდინარეთის ისტორიის ძირითადი პერიოდების და ლიტერატურის ისტორიის საკვანძო საკითხების ცოდნა. იგი ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; გაცნობიერებული აქვს აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის ინტერდისციპლინურობა, იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ასირიოლოგიის სპეციალობით შეუძლია ზოგადად აღმოსავლეთმცოდნეობის და კერძოდ, ასირიოლოგიის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა დარგის ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური, ლიტერატურული და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი, შესწავლილ ენებზე არსებული ტექსტების ორიგინალში კითხვის, ტრანსლიტერაციის და თარგმანის უნარი.
დასკვნის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ასირიოლოგიის სპეციალობით შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მინიმალური ზედამხედველობის /ხელმძღვანელობის პირობებში მას შეუძლია აბსტრაქტული მონაცემებისა და კონცეფციების საჭიროებისამებრ ტრანსფორმაცია და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შეუძლია მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება; სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.
კომუნიკაციის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ასირიოლოგიის სპეციალობით შეუძლია დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა და აკადემიური ან კვლევითი პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიში მომზადება. მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; ეფექტურად ურთიერთობს სამუშაო /სასწავლო/ პროფესიულ ჯგუფში, შეუძლია პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში მონაწილეობა.
სწავლის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ასირიოლოგიის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება. მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში. შეუძლია სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურაზე დამოუკიდებელი მუშაობით ცოდნის განახლება; კვლევით სამუშაოს ასრულებს წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ასირიოლოგიის სპეციალობით კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნებისა და სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას.
მას აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
დასაქმების სფეროები
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რომელსაც აქვს აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი (სპეციალიზაციით ასირიოლოგია), უფლება ეძლევა დასაქმდეს ჰუმანიტარული მეცნიერებების, კულტურისა და განათლების სხვადასხვა სფეროში (საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული, სარედაქტორო); იმუშაოს სასწავლო დაწესებუბლებებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, არქეოლგიურ გათხრებზე, არქივებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ტურისტულ ორგანიზაციებში, ადმინისტრაციულ სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში, გამომცემლობაში, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ სასწავლებლებში; იყოს ექსპერტი ორიენტალური სიძველეების განხრით.