Program title: Caucasiology
Awarded qualification/degree: Bachelor of Caucasiology
Program is carried out by Institute of Caucasiology
Program coordinator: Professor Merab Chukhua
The language of instruction - Georgian
Learning Duration: 8 Semesters
ECTS 240 credits
Program Structure/ECTS- volume
Mandatory courses for Faculty - 50 credits (ECTS )
main program (major) - 120 (ECTS )
additional program ( minor) - 60 (ECTS )
free credits - 10 (ECTS )
პროგრამის მიზანი
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ინტერდისციპლინურია და კომპლექსურად შეისწავლის კავკასიის რეგიონს –კავკასიაში გავრცელებულ ენებს (იბერიულ–კავკასიურ ენებს: ადიღეურს, აფხაზურს, უბიხურს, ჩეჩნურს, ინგუშურს, ბაცბურს, ხუნძურს, უდიურს, თაბასარანულს, ლაკურს და არაიბერიულ–კავკასიურ ენებს: აზერბაიჯანული, ოსური); იბერიულ–კავკასიურ, არეალურ და პალეოკავკასიური ლინგვისტიკის საფუძვლებს; კავკასიის ხალხთა ისტორიასა და კულტურას, კავკასიური ცივილიზაციის ტრანსფორმაციებს ეპოქათა მიხედვით, კულტურული ანთროპოლოგიის საკითხებს (კავკასიის ეთნოლოგია, კავკასიის არქეოლოგია, კავკასიის ხალხთა ფოლკლორი) და ფიზიკური ანთროპოლოგიის საკვანძო პრობლემებს. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამა 7 მოდულითაა წარმოდგენილი: 1. აფხაზთმცოდნეობა; 2. ადიღეური (ჩერქეზული); 3. ჩეჩნური (ნახური); 4. დაღესტნური; 5. ოსთმცოდნეობა; 6. აზერბაიჯანმცოდნეობა; 7. კავკასიის ხალხთა ისტორია.
კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია კავკასიოლოგიის, როგორც რეგიონმცოდნეობის დარგში ფართო და ზოგადი ცოდნის საფუძველზე მოამზადოს კავკასიოლოგი (ლინგვისტი, ისტორიკოსი), რომელსაც ექნება დარგობრივი კომპეტენციები და უნარები, რაც უზრუნველყოფს მის წარმატებულ სამომავლო დასაქმებას შრომით ბაზარზე.
სწავლის შედეგები
ცოდნა-გაცნობიერება: კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გავლის შედეგად კავკასიოლოგიის ბაკალავრი მიიღებს ცოდნას კავკასიის ისტორიული რეგიონისა და ეთნოლინგვისტური თავისებურებების შესახებ. იგი განსაზღვრავს კავკასიური ცივილიზაციის ძირითად მახასიათებლებს, შეაფასებს კავკასიას, როგორც ისტორიულად ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილს, გამოკვეთს იბერიულ-კავკასიურ, პალეოკავკასიურ და არეალურ-კავკასიურ კომპონენტებს, აღწერს აბორიგენ და ისტორიის სხვადასხვა პერიოდში შემოსულ ეთნოსებს, ასევე მიგრირებულ ეთნოსებს, მიგრაციათა გამომწვევ მიზეზებს. ბაკალავრი შეაფასებს კავკასიაში გავრცელებულ რელიგიათა ურთიერთმიმართების საკითხებს, ერთიან კულტურულ სივრცეს, მის ლინგვოკულტურულ და ისტორიულ მახასიათებლებს.
ბაკალავრს პროგრამის გავლის შედეგად ეცოდინება ერთ-ერთი კავკასიური ენა (როგორც მოდულის ძირითადი ენა), ასევე მოდულით გათვალისწინებული სხვა ენები ენის სისტემის ცოდნის დონეზე, კავკასიის ხალხთა ისტორიისა და კულტურული ანთროპოლოგიის კომპლექსური საკითხები.
ბაკალავრი გააცნობიერებს მიღებული ცოდნის შედეგებს, შეაჯამებს კავკასიური ცივილიზაციის, ტრადიციული კულტურისა და ლინგვისტური შედგენილობის თავისებურებებს, შეადარებს მას სხვა ცივილიზაციასთან, მოახდენს იბერიულ-კავკასიური, პალეოკავკასიური და არეალურ-კავკასიური ეთნოლინგვისტური ერთეულების კლასიფიცირებას. იგი ასევე გააცნობიერებს სუბსტრატულ, სუპერსტრატულ და ადსტრატულ მოვლენებს კავკასიის არეალში, განიხილავს თითოეულის თავისებურებას, განსაზღვრავს მოსული ეთნოსებისა და მათი ენების გავლენებს აბორიგენ ეთნოსებსა და ენებზე. წარმოადგენს კავკასიის ერთიანობის იდეის ისტორიულ ჭრილებს, განმარტავს მათ ისტორიულ წინაპირობებსა და თავისებურებებს.
ბაკალავრი როგორც ისტორიული, ასევე ლინგვისტური ძირითადი ფაქტების შეცნობით, განსაზღვრითა და დამახსოვრებით აღწერს და მოახდენს კავკასიოლოგიის, როგორც ლინგვისტური, ასევე ისტორიული პრობლემატიკის კლასიფიკაციას; იგი შეძლებს ფაქტების ურთიერთმიმართებას და ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების ანალიზს, მიღებული ცოდნის ახალ ვითარებაში გამოყენებას, საკითხისადმი კრიტიკულ მიდგომას.
კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე კავკასიოლოგიის ბაკალავრს აქვს რეგიონმცოდნის და, კერძოდ, ლინგვისტური ან ისტორიული სფეროების ფართო და კომპლექსური ცოდნა, ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; გაცნობიერებული აქვს კავკასიოლოგიის დარგის ინტერდისციპლინურობა, იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია სასპეციალიზაციო ენას (ერთ–ერთ კავკასიურ ენას) და ერთ–ერთ ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: კავკასიოლოგიის ბაკალავრს, როგორც ლინგვისტს, ასევე ისტორიკოსს შეუძლია ზოგადად რეგიონმცოდნეობის და, კერძოდ, ლინგვისტის ან ისტორიკოსის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა დარგის ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით, წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური საკითხებისა და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი. კავკასიოლოგიის ბაკალავრს როგორც ლინგვისტის, ასევე ისტორიის სპეციალობით შეუძლია ერთ–ერთი კავკასიური ენის და ერთ–ერთი ევროპული ენის პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს საუბრის თავისუფლად წარმართვის უნარ-ჩვევები, ერთ–ერთ კავკასიურ და ერთ–ერთ ევროპულ ენაზე სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და რეპროდუქციის უნარი. შეუძლია პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი სწავლის პროცესში ამ ენების ეფექტურად გამოყენება.
დასკვნის უნარი: კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გავლის შედეგად ბაკალავრს შეუძლია ლინგვისტური და ისტორიული საკითხების ანალიზი, პრობლემათა მიზეზებისა და შედეგების დიფერენცირება, იდენტური თემატიკის კატეგორიზაცია, ურთიერთშედარება და დასკვნის გამოტანა საერთოსა და განსხვავებულის შესახებ, კონკრეტული ლინგვისტური თუ ისტორიული საკითხის კვლევა.
საკითხთა სინთეზირებისას ბაკალავრი მხედველობაში მიიღებს ლინგვისტური კავკასიოლოგიისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის საკვანძო, გადამკვეთ საკითხებს, მოახდენს დაკავშირებულ პრობლემათა კომბინირებას.
კავკასიოლოგიის ბაკალავრს როგორც ლინგვისტის, ასევე ისტორიკოსის სპეციალობით შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მინიმალური ზედამხედველობის /ხელმძღვანელობის პირობებში მას შეუძლია აბსტრაქტული მონაცემებისა და კონცეფციების საჭიროებისამებრ ტრანსფორმაცია და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შეუძლია მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება; სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.
კომუნიკაციის უნარი: კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გავლის შედეგად ბაკალავრს შეეძლება კავკასიოლოგიაში არსებულ ლინგვისტურ თუ ისტორიულ პრობლემატიკაზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ რეფერირება, წერილობითი ანგარიშის მომზადება და ამ ინფორმაციის გადაცემა რომელიმე უცხო ენაზე. ბაკალავრი შეძლებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საკომუნიკაციოდ. იგი შეძლებს არსებულ პრობლემებზე კამათში ჩართვას, საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას, არგუმენტირებას, პრეზენტაციას და განსხვავებული მოსაზრებების შეჯამებას.
კავკასიოლოგიის ბაკალავრს შეუძლია ეფექტური ურთიერთობა სამუშაო ჯგუფში, პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში მონაწილეობა.
კავკასიოლოგიის ბაკალავრს ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია დარგობრივი დისკუსიის წარმართვა; შეუძლია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენება; შეუძლია ანგარიშის და ესეს დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
სწავლის უნარი: კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გავლის შედეგად ბაკალავრი შეძლებს საკუთარი ცოდნის შეფასებას, შეარჩევს შემდგომი სწავლის მიმართულებას, გააკეთებს კრიტიკულ დასკვნებს მიღებული ცოდნის შესახებ. ბაკალავრს აქვს უნარი თვალი ადევნოს დარგში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს.
კავკასიოლოგიის ბაკალავრს, როგორც ლინგვისტის, ასევე ისტორიკოსის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება, ჯგუფის გამოცდილ და პროფესიონალ წევრებთან და ხელმძღვანელთან კონსულტაცია. მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში წინასწარ შეთანხმებული ინსტრუქციების შესაბამისად. შეუძლია სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურაზე დამოუკიდებელი მუშაობით ცოდნის განახლება; კვლევით სამუშაოს ასრულებს წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაციების მიხედვით ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: კავკასიოლოგიის ბაკალავრს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიურ პატიოსნებას. მას აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; პატივს სცემს დემოკრატიულ ფასეულობებს და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად.
დასაქმების სფეროები
საბაკალავრო პროგრამის ათვისების შემდეგ კავკასიოლოგიის ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში, ტურისტულ ფირმებში, სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის და იქ, სადაც არსებობს აღნიშნული დარგის სპეციალისტის საჭიროება.